ირაკლი შონია: გიორგი გახარიამ საქართველოს ყველა კუთხე და რეგიონი მოიარა, მის დაკვირვებულ თვალს არ გამორჩებოდა, თითოეულ ქალაქსა და რაიონში რა არის გასაკეთებელი

“არჩევნები დასრულდა, გარდა პოლიტიკური ორთაბრძოლისა (ბოლო თვეები), დამღლელიც იყო და ზოგჯერ  – მოსაბეზრებელიც, ყოველი განვლილი დღე უკვე წარსულია, ამიტომაც, დროულად უნდა გადაიფურცლოს, ამაზე გუშინვე აღნიშნა საქართველოს პრემიერმა, რომ უნდა დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს და ორიენტირი მომავალი უნდა იყოს ქვეყნის კეთილდღეობისათვის”, – ამის შესახებ ჟურნალისტი, ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

შონია ასევე წერს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პანდემია, რომელმაც თითქოს სიფრთხილესთან ერთად გაგვათითოკაცა და განგვაცალკევა.

„საარჩევნო მარათონის პერიოდში, კანდიდატების წარდგენისას გიორგი გახარიამ საქართველოს ყველა კუთხე და რეგიონი მოიარა, მის დაკვირვებულ თვალს არ გამორჩებოდა, თითოეულ ქალაქსა და რაიონში რა არის გასაკეთებელი, რამდენად ღირსეული სახელისუფლო კადრებია და უამრავი საკითხები, რომელიც უმოკლეს ხანში გადასაჭრელია…დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება პანდემია, რომელმაც თითქოს სიფრთხილესთან ერთად გაგვათითოკაცა და განგვაცალკევა…დაგვეძლიოს ეს მომაკვდინებელი სენი და ესეც წარსულში ჩამოგვეტოვებინოს! გიორგობას გილოცავთ!“, – წერს ირაკლი შონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები