სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

სოფელ კარკუჩასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე (სოფ. კარკუჩა) ზვავის ჩამოსვლის გამო, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები