ტრამპი: თუ ირანული გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

თუ ირანული გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, სრულიად განადგურებული – 158 გემი. ჩვენ არ დაგვირტყამს მათი მცირერიცხოვანი, ე.წ. სწრაფი შეტევის გემებისთვის, რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ მივიჩნიეთ. გაფრთხილება: თუ ამ გემებიდან რომელიმე ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ისინი დაუყოვნებლივ განადგურდებიან იმავე სისტემის გამოყენებით, რომელსაც ზღვაში ნარკოდილერების წინააღმდეგ ვიყენებთ. ეს სწრაფი და სასტიკი პროცესი იქნება. P.S. აშშ-ში ოკეანის ან ზღვით შემოსული ნარკოტიკების 98.2% შეჩერებულია!“, – წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მიერ გამოცხადებული ირანის საზღვაო ბლოკადა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც ნებართვის გარეშე შევა ან გამოვა ბლოკადის არეალში, დაკავებას, გადამისამართებას და დატყვევებას დაექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები