პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება
ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, – განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
„აბსოლუტურად აბსურდულია, რომ ომში მყოფი ქვეყანა მიღებული იყოს ევროკავშირში. შეუძლებელია რეალური მოლაპარაკებების წარმოებაც კი გაწევრიანების ყველა თავთან დაკავშირებით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მოცემულ მომენტში ეს საკითხი აქტუალური არ არის, თუმცა ვხედავ, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები იდგმება“, – აღნიშნა მან პრესკონფერენციაზე.
„ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ თუ უკრაინასთან მოლაპარაკებები ბოლომდე მივა, უნგრეთში ჩატარდება რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა იქნეს თუ არა უკრაინა მიღებული ევროკავშირში. თუმცა, ვფიქრობ, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება – არ მგონია, რომ ეს მომდევნო 10 წლის განმავლობაში განხორციელდეს“, – აღნიშნა მან.