მედიის ცნობით, ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 16 აპრილს გაიმართება

ირანისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ხუთშაბათს, 16 აპრილს, ისლამაბადშია დაგეგმილი, – ამის შესახებ „ატლანტიკის“ ჟურნალისტი არაშ აზიზი თეირანში საკითხთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

„ირანსა და აშშ-ს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ხუთშაბათს ისლამაბადში გაიმართება“, – დაწერა აზიზიმ სოციალურ ქსელ X-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა ირანის პორტებიდან გასული და შემავალი ყველა გემის სრული ბლოკადის დაწყება, რომელიც ძალაში შევა ვაშინგტონის დროით დილის 10:00 საათზე.

ირანმა და შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებები ისლამაბადში 11 აპრილს დაიწყეს მას შემდეგ, რაც ტრამპმა 8 აპრილის ღამეს გამოაცხადა, რომ მან თეირანთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია. თუმცა, 12 აპრილის დილისთვის, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომელიც ამერიკულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ორივე მხარემ შეთანხმებას ვერ მიაღწია.

მოგვიანებით ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაიწყებდა ყველა გემის ბლოკადას, რომელიც შეეცდებოდა ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან გასვლას. მან ასევე დაავალა აშშ-ის საზღვაო ფლოტს, თვალყური ადევნონ და ჩაჭრან ყველა გემი, რომელიც ირანს სრუტეში გავლისთვის ფულს გადაუხდიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები