ირაკლი ჩიქოვანმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი მიცვალებულთა ხსენების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
ირაკლი ჩიქოვანმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგო.
„მიცვალებულთა ხსენების დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, პატივი მივაგეთ ჩვენს გმირებს – ერის ღირსეულ შვილებს, რომლებმაც სამშობლოსთვის ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ჩვენი გმირების თავგანწირვა ამყარებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველს და აძლიერებს ეროვნულ იდენტობას. მათი მაგალითი გვასწავლის, რომ ქვეყნის სამსახური ნიშნავს პასუხისმგებლობას, ღირსებას და უმაღლესი ეროვნული ღირებულებებისთვის თავდადებას. განსაკუთრებული პატივი იყო დღეს გმირების ოჯახის წევრებთან შეხვედრა. საქართველოსთვის აღზრდილი გმირი შვილებისთვის, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მშობლების მიმართ პატივისცემასა და მადლიერებას“, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.