ნეთანიაჰუ: ევროპამ ჰოლოკოსტის შემდეგ ბევრი რამ დაივიწყა, ის კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობასა და ღირებულებებზე
დღეს ევროპა ღრმა მორალური სისუსტითაა შეპყრობილი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ევროპა კარგავს კონტროლს საკუთარ იდენტობაზე, ღირებულებებზე, ბარბაროსობისგან ცივილიზაციის დაცვის პასუხისმგებლობაზე“, – ამბობს ის.
როგორც ნეთანიაჰუმ აღნიშნა, ისრაელი იცავს ევროპას, „რომელმაც ჰოლოკოსტის შემდეგ ამდენი რამ დაივიწყა“.
„მას [ევროპას] ბევრი რამ აქვს ჩვენგან სასწავლი. განსაკუთრებით კი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი სიკეთესა და ბოროტებას შორის მკაფიო მორალური გამიჯვნის შესახებ, რაც სიმართლის მომენტში ჩვენგან მოითხოვს, რომ წავიდეთ ომში სიკეთისა და სიცოცხლის სახელით“, – დასძინა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.