„ის ცდება“ – ტრამპი რომის პაპისთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV ირანში ომის წინააღმდეგ მისი პოზიციის გამო კვლავ გააკრიტიკა.

კვირა საღამოს პაპის გაკიცხვის შემდეგ, პრეზიდენტს ჰკითხეს, უნდა თუ არა ბოდიში მოუხადოს ლეო XIV-ს, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არა, არ მმართებს [ბოდიში], რადგან პაპმა ლეომ არასწორი რამ თქვა. ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც მე ირანთან დაკავშირებით ვაკეთებ და ბირთვული ირანი არ შეიძლება გვყავდეს“.

ტრამპმა თქვა, რომ პაპი „არ იქნება კმაყოფილი საბოლოო შედეგით“, თუ ირანი ბირთვული შესაძლებლობების მოპოვებას შეძლებს. „ასობით მილიონი ადამიანი დაიღუპა და ეს არ მოხდება“.

„საბოდიშო არაფერია. ის ცდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „მას არ მოსწონდა ის, რასაც ჩვენ ირანთან მიმართებით ვაკეთებთ, მაგრამ ირანს… ბირთვულ სახელმწიფოდ გახდომა სურს, რათა მათ შეძლონ სამყაროს განადგურება. ეს არ მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები