„უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება დღეს შეიძლება, ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული” – ვიქტორ ორბანი
„უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება დღეს შეიძლება, ერთ ხმაზე იყოს დამოკიდებული”, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს.
“ეს არის გადაწყვეტილება, რომლის გაუქმება ხვალ შეუძლებელია. ჩვენ დღეს უნგრეთი უნდა დავიცვათ! დღეს არცერთი პატრიოტი არ უნდა დარჩეს სახლში! მხოლოდ ფიდესი! წინ, გამარჯვებისკენ!“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში, ადგილობრივი დროით 18:30 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობამ 77,80 პროცენტს მიაღწია.