გია ვოლსკი: ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ აქვთ

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მრავალფეროვანი პარლამენტი შემდგარიყო.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ აქვთ.

„მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა ყოფილიყო მრავალფეროვანი პარლამენტი. პრაქტიკულად უპრეცედენტო შედეგებიც მივიღეთ – 9 სუბიექტი პარლამენტში. რასაკვირველია, პარლამენტია ის ადგილი, სადაც ერთად უნდა ვიმსჯელოთ და ერთად გამოვიდეთ იმ კრიზისიდან, რომელიც მსოფლიოს ემუქრება და როგორ შევინარჩუნოთ ის სტაბილურობა, რაც გაგვაჩნია. არსებობენ პოლიტიკური სუბიექტები, რომელთაც სტაბილიზაციის არავითარი ინტერესი არ აქვთ, პირიქით, ცდილობენ, დესტრუქციული ქმედებებით როგორმე პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები