არჩილ თალაკვაძემ, დავით ზალკალიანმა და ბექა ოდიშარიამ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ინლაინშეხვედრა გამართეს
ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ონლაინშეხვედრა გაიმართა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, დისტანციურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, იტალიაში, საბერძნეთისა და საფრანგეთის რესპუბლიკებში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახლად არჩეული პარლამენტის და მთავრობის სამომავლო გეგმებზე, რომლის ძირითად მიმართულებას ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესება და განვითარება წარმოადგენს, რაც დადასტურდა ავტორიტეტული საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით.
არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საზღვარგარეთ ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების, საქართველოს პოპულარიზაციისა და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს და დიასპორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გზებსა და დიასპორის წინაშე არსებულ პრობლემებზე მსჯელობის მიზნით, ონლაინ ფორმატში კვალაც გაგძრელდება სამუშო შეხვედრები, ვინაიდან, მსოფლოში გავრცელებული პანდემიის გამო, ამ ეტაპზე სახელმწიფოს წარმომადგენლები მოკლებული არიან შესაძლებლობას გამართონ უშუალო შეხვედრები დიასპორასთან მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, კერძოდ ისაუბრა სახლემწიფო მდივნის, მაიკლ პომპეოს ვიზიტზე და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და მნიშვნელოვანია საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.
დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებთან ისაუბრა დიასპორის სახელმწიფო სტრატეგიაზე, კერძოდ სტრატეგიის ფარგკებში დაგეგმილ მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე, რომელსაც საგარეო უწყება ახორციელებს დიასპორული ორგანიზაციებისა და თანამემამულეების მხარდასაჭერად.
მინისტრმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სასწავლო-შემეცნებითი პროგრამებზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს, დიასპორაში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, დაიწყება კიდევ ერთი ახალი საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების უზრუნველყოფას საცეკვაო კოსტიუმებითა და დასაკრავი ისტრუმენტებით.
მინისტრმა დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო გასაჭირში მყოფი ემიგრანტების პრობლემების დასაძლევად გაწეული თანადგომისთვის.
შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა მათი საქმიანობისთვის, რაც მიზნად ისახავს მშობლიური ენის, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობას, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში. მან აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” პროგრამის განხორიცილებისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი პროგრამები ხელს შეუწყობს დიასპორაში მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივებისა და სიახლეების განხორციელებას.
უცხოეთში მცხოვრებმა თანამემამულეებმა მადლობა გადაუხადეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც გამოჩენილ იქნა პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების მიზნით. მათ, ასევე, აღნიშნეს „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის” საგრანტო პროექტის დადებითი მნიშვნელობის შესახებ და იმედი გამოთქვეს, რომ ის მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დიაპორის წარმომადგენლებთან პანდემიით გამოწვეული დისტანციური ხასიათის შეხვედრები აღნიშნულ ფორმატში რეგულარულად იმართება.