ბიძინა კულუმბეგოვი: ,,ლოკდაუნი” არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სახლში უნდა გამოკეტონ მოსახლეობა

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ,,ლოკდაუნი” არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სახლში უნდა გამოკეტონ მოსახლეობა.

მისი თქმით, ,,ლოკდაუნი” მობილობის შეზღუდვით ღონისძიებებს გულისხმობს.

,,ეპიდემია ძალიან სწრაფი და აღმავალი ტრაექტორიით მიდის, საერთოდ ,,ლოკდაუნის” შემოღება-არშემოღების საკითხი ლოგიკური აუცილებლობიდან გამომდინარეობს. ,,ლოკდაუნი” არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სახლში უნდა გამოკეტონ მოსახლეობა, აქ საუბარია, ვირუსის ბუნებრივი გავრცელების ნიშნულზე, ანუ რეპროდუქციულ ინდექსზე, ეს არის მობილობის შეზღუდვითი ღონისძიებები, ტრანსპორტთან დაკავშირებული, არასაჭირო მაღაზიები და ა.შ,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 824 შემთხვევა გამოვლინდა, 33 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები