კელი დეგნანი – ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან ოპოზიციური პარტიებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ  ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნა.

„ყველა მოდის გამოსავლის პოვნის რეალური სურვილით, რაც საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია. ყველა პარტიას მოუწევს კომპრომისზე წასვლა იმისთვის, რომ გამოსავალი მოიძებნოს. არის რეალური გაგება, რომ საქართველოს ინტერესები ყველაზე მთავარია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღეს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ცალ-ცალკე ხვდებოდნენ.

21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურია, ოპოზიცია მას ბოიკოტს უცხადებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს, რასაც „ქართული ოცნება“ არ განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები