ზალკალიანი: ამერიკა ჩვენს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი, მათ სურთ, რომ საარჩევნო პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში

“აშშ უაღრესად დაინტერესუბულია, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„აშშ უაღრესად დაინტერესუბულია, რომ საარჩევნო პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში. აუცილებელია, რომ ყველაფერი დარჩეს კონსტიტუციის ფარგლებში. გვაქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ჩვენ ამერიკასთან ერთად მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართლმსაჯულების სისტემის დახვეწის კუთხით.

ამერიკა ჩვენს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა და არც არის ეს მათი სურვილი, მათ სურთ, რომ საარჩევნო პროცესები წავიდეს პოლიტიკურ ჭრილში, დარჩეს სამართლებრივ ჩარჩოებში და სიტუაცია იყოს სტაბილური”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები