ზურა ჯაფარიძე: თუ პარლამენტს გარეთ დავრჩით, ოთხი წელი რას ვაკეთებთ, ასეთი გრძელვადიანი გეგმა ოპოზიციაში არამგონია, არსებობდეს
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ „რუსთავის 2“-ის ეთერში პარლამენტში არშესვლასა და მომდევნო 4 წლის მანძილზე, შესაძლო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„თუ პარლამენტს მიღმა დავრჩებით, არავითარი გრძელვადიანი გეგმა არ არსებობს, ჩემთვის არ არის ცნობილი. „გირჩს“ პარლამენტის გარეთ საქმის კეთების გამოცდილება აქვს და შესვლის პრობლემა არ არის. თუ პარლამენტს გარეთ დავრჩით, ოთხი წელი რას ვაკეთებთ, ასეთი გრძელვადიანი გეგმა ოპოზიციაში არამგონია, არსებობს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ მუშაობას ვერ გავაგრძელებთ, „გირჩი“ იპოვის სხვადასხვანაირი მუშაობის ფორმას“, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ