ქუთაისში, კლინიკა “ბომონდის” კოვიდცენტრში 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით 69 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს შეიყვანა.

პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.

“ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს მოთავსებული. პოზიტიურია გამოჯანმრთელების დინამიკა. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღესაც ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს,” – განაცხადა კლინიკა “ბომონდი”-ს კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები