„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე: უსირცხვილო და უზნეო პარტიას სირცხვილის კორიდორის მოწყობა არ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებლი სირცხვილის კორიდორი არის ანტიკონსტიტუციური და იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

აროშიძის თქმით, ოპოზიცია მუქარითა და  შანტაჟით აპირებს არჩევნების მეორე ტურის ჩაშლას.

„ეს არის უსახური გამოხატულება იმისა, როგორ უნდა ჩაშალონ არჩევნები. ეს არის უკანონო, ანტიკონსტიტუციური ქმედება და ამას ექნება პასუხი. უსირცხვილო და უზნეო პარტიას არ შეუძლია, მოაწყოს სირცხვილის კორიდორი.

ამომრჩეველს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა. ეს არის მათი სტილი, შეშინენა მუქარა, შანტაჟი და ესე აპირებენ არჩევნების მეორე ტურის ჩაშლის მცდელობას. მაგრამ როგორც ბევრი მცდელობა, ესეც წარუმატებელი იქნება. ისინი იღებენ მონაწილრობას არჩევმებში და სირცხვილის კორიდორები, რომლებიც დაანონსეს, ანტიკონსტიტუციურია. ისინი ვერ მოაწყობენ ვერანაირ კორიდორებს“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები