„ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენს ერთიანობას“ – ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მოსკოვში ჩავიდა
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი მოსკოვში ჩავიდა და ანდრეი რუბლევის სახელობის ძველი რუსული ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებლის, დავით არსენიშვილის ყოველწლიურ მემორიალურ ცერემონიას დაესწრო.
ცერმონია ანდრონიკოვის აღდგომის ტაძარში გაიმართა, რომელსაც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა მმართველი – ნიკოლაი ბალშვოიც ესწრებოდა.
სწორედ მან დაწერა და გაასაჯაროვა ფოტოები აღნიშნული შეხვედრიდან.
ბალშოვის თქმით, ისინი სლავურ და ქართულ ენებზე მღეროდნენ, ხოლო მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა კი თქვა: “ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს ჩვენს ერთობას”.