აშშ-ის ვაქცინა მზადაა – Moderna-ს პრეპარატმა 94,5% -იანი ეფექტურობა აჩვენა

აშშ-ის კომპანია Moderna-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ეფექტურობის 94,5% აჩვენა.

კომპანიაში ხაზი გაუსვეს, რომ ამაზე ვაქცინის ცდის შედეგები მეტყველებენ.

კომპანიის პრეზიდენტმა, ექიმმა სტივენ ხოგემ კაცობრიობას “წინ გადადგმული ნაბიჯი” მიულოცა, მაგრამ აღნიშნა, რომ მეტად დამაიმედებელია ის, რომ სხვა კომპანიებსაც აქვთ უკვე მსგავსი შედეგები.

“ამან იმედი უნდა ჩაგვისახოს, რომ ვაქცინას ნამდვილად შეეძლება პანდემიის შეჩერება და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ცხოვრებას დავუბრუნდებით”, – თქვა მან.

Moderna-ს ვაქცინის ცდაში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, მათმა ნახევარმა ვაქცინის ორი დოზა 4-კვირიანი ინტერვალით მიიღო.

კომპანიაში იმედოვნებენ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე 20 მილიონ დოზას მიიღებენ.

გასულ კვირას  ვაქცინის შექმნის საქმეში გარღვევაზე Pfizer-მა და მისმა გერმანულმა პარტნიორმა BioNTech-მა განაცხადეს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით წლის ბოლოსთვის 50 მილიონი დოზის მიღებას ვარაუდობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები