გარეჯის უდაბნოში საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტრის კონსერვაციის პროცესი დაიწყო

„ვარძიის კვლევამ და მასზე დაყრდნობით კონსერვაციის შედეგმა, შეგვაბედინა გარეჯის (საბერეების) მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების საქმეში.
დიდი მადლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (ირაკლი ღარიბაშვილს და ჯუტა ბურჭულაძეს) სამეცნიერო/კვლევითი ბაზის მოწყობაში დახმარებისთვის“, – წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქის გვერდზე. .
მანამდე კი საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტრის კონსერვაციის პროცესზე კვლევითმა ცენტრმა „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ გამოაქვეყნა ინფორმაცია:
„მიუხედავად Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და სირთულეებისა, დაიწყო გარეჯის უდაბნოში, საბერეების კლდეში ნაკვეთი მონასტერის პროაქტიური კონსერვაციის პროცესი.
ნოემბრის თვეში დასრულდა კომპლექსის კვლევა-მონიტორინგის ბაზის და ძეგლზე ონლაინდაკვირვების სენსორების ინსტალაცია, მოეწყო დროებითი ძალოვანი დგარები ძეგლის უსაფრთხოების გასაზრდელად.
ინფორმაცია ლოკალური მეტეო და კლიმატური პირობების, ძეგლზე არსებულ ძირითად ნაპრალებზე მიმდინარე მოძრაობებზე, ასევე მიმდინარე ფოტომონიტორინგის მასალა ონლაინრეჟიმში გადმოიცემა. სამუშაოებს ახორციელებს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კულტურული მეკვიდრეობის და გარემოს კვლევის ცენტრი, იტალიელი ექსპერტების აქტიური ჩართულობით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები