თეა წულუკიანი: ოპოზიციამ მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია

“ოპოზიციამ მიიღო ის ხმები, რაც რეალურად უწერია. მათ მიერ მიღებული ხმები პარალელური დათვლის შედეგებს პრაქტიკულად ემთხვევა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„პარალელური დათვლა ჩაატარა არა ცესკო-მ, არამედ ISFED-მა (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება). ISFED-ზე მთავარი ოპოზიციური ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას ენდობიან. შესაბამისად რატომ არ ენდობიან იმას, რომ ცესკოს მაჩვენებელი და ISFED-ის მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ პარაქტიკულად ერთი და იგივეა თუ არ ჩავთვლით 0,1% სხვაობას“, – აღნიშნა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები