ვინ არის მკვლელობაში ბრალდებული? – რა მოხდა წუხელ თაკო ჩარკვიანის თანაპარტიელის სახლში

წუხელ, თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ის 40 წლამდე მამაკაცი, ვინმე ნიკა ნარიმანიძე გახლავთ.

წინასწარი ინფორმაციით, ნარიმანიძეს ბრალად ედება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 36 წლის მიშო მელიქიშვილის განზრახ მკვლელობა და ასევე მისი მეგობრის, ლევან შაბურიშვილის მკვლელობის მცდელობა. გავრცელებული ინფორმაციით, მელიქიშვილს დანით ყელი აქვს გამოჭრილი.

ცნობილია, რომ მოკლულიც და დაჭრილიც თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართლის“ წევრები არიან.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დაჭრილი ამჟამად რეანიმაციაში, მართვის სუნთქვაზე იმყოფება.

„ვიცი, რომ ღამე, დაახლოებით 3 საათზე მივიდა თავდამსხმელი, დამატებით დეტალებს ჩვენც ვარკვევთ, ისევე როგორც მოტივს“, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.

რაც შეეხრბა მკვლელობაში ბრალდენულს, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ნიკა ნარიმანიძე გახლავთ. ნარიმანიძის „ფეისბუქ“ აქტივობით ცნობილი ხდება, რომ ასევე ჩართული იყო ოპოზიციურ მოძრაობაში, ძირითადად შრომითი უფლებების მიმართულებით.

ცნობილი ხდება, რომ მკვლელობაში ბრალდებული „ლელოს“ აქტიური მხარდამჭერია. ის საკუთარ „ფეისბუქზე“ აზიარებდა ინფორმაციებს მისი მეგობრის, პარტია „ლელოს“ წარმომადგენლის, გიგლა მიქაუტაძის აქტივობების შესახებ.

წყარო: „პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები