თბილისში, გუშინ მომხდარი ჯგუფური  ყაჩაღობის შედეგად  დაზარალებული ფეისბუქმომხმარებელი შსს-ს მადლობას უხდის

თბილისში, გუშინ ღამით, მომხდარი ყაღაჩობის ფაქტზე შსს-მ სამი პირი ცხელ კვალზე დააკავა. მოგვიანებით,  სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა ნ.ს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის და მისი მეგობარს სამმა პირმა, სამედიცინო მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, დააყაჩაღა და თანხა გამოსძალათ, ხოლო გაცხადების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

დაზარალებული პიროვნება შსს-ს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„სამივე ადამიანი დაიჭირეს! მადლობა, ვაკე -საბურთალოს 7 სამმართველოს სწრაფი და ოპერატიული რეაგირებისთვის, განსაკუთრებული მადლობა 7 სამმართველოს დეტექტივებს და უფრო დიდი მადლობა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს.

მთელი ღამე დაუღალავად მუშაობდნენ ამ საქმესთან დაკავშირებით, ნამდვილად მცდარი შთაბეჭდილებები მქონდა სამართალდამცავებთან დაკავშირებით, ყოველშემთხვევაში ამ კონკრეტულ ადგილას ყველანი მეგობრულები და სამართლიანი ადამიანები მუშაობენ”,-დაწერა დაზარალებულმა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი: 2001 წელს დაბადებული თ.ე. და 2002 წელს დაბადებული თ.კ., ასევე, 1995 წელს დაბადებული ა.გ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ედებათ.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები