ბექა ოდიშარია კახა კალაძის განცხადებას ღირსეულს უწოდებს
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის გუშინდელ თამაშთან დაკავშირებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ოდიშარია კალაძის გამოხმაურებას ღირსეულს უწოდებს.
“კახის ღირსეული გამოხმაურება❗️
ჩემი მოკრძალებული აზრით კი, დიდი წარმატება ძალიან მალე მოვა, მთავარია – ბიჭებმა შრომა განაგრძონ, ჩვენ კი გულშემატკივრებმა არ მივატოვოთ ისინი ყველაზე მძიმე წუთებში…
აუცილებლად იქნება ისევ ისეთი მაგარი, ანთებული ჩირაღდნების კორიდორი, როგორიც გუშინ იყო ჩვენი მაგარი გულშემტკივრების მიერ მოწყობილი, ოღონდ უკვე ჩვენი გამარჯვებული ნაკრებისათვის”, – წერს ოდიშარია.