გივი მიქანაძე: საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ლიდერი ქვეყანა კონკრეტული მიმართულების ფორმატში კოვიდ 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით
საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ლიდერი ქვეყანა კონკრეტული მიმართულების ფორმატში კოვიდ 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით”, – ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი გივი მიქანაძე ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს პენიტენციურ სისტემაში, კოვიდ 19-თან ბრძოლის მექანიზმებთან დაკავშირებით.
მიქანაძის შეფასებით, ევროსაბჭოს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ადასტურებს, თუ რამდენად კარგად შეძლო ქვეყანამ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესების მართვა.
„ევროპის საბჭომ, გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიშები მოკლევადიან და საშუალოვადიან შეფასებებზე, რომელიც პენიტენციურ სისტემაში, კოვიდ 19-თან ბრძოლის მექანიზმებს ეხებოდა. ამ ანგარიშების საფუძველზე, ძალიან ცხადად გამოიკვეთა რაოდენ კარგად იყო მართული ეს პროცესები საქართველოში, იმიტომ რომ 43 წევრ ქვეყანაში, ევროსაბჭოში, სადაც ეს კვლევა ჩატარდა, საქართველო აღიარებულ იქნა რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, როგორც ლიდერი, პენიტენციურ სისტემაში კოვიდ 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს არის დამსახურება თეა წულუკიანისა და მისი გუნდის, რომელმაც ზუსტად სწორი გათვლებითა და სწორ ნაბიჯებით უზრუნველყო ამ სისტემის სრული დაცულობა და აქვე არ შემიძლია მადლობა არ გადაუხადო პენიტენციური სისტემის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც ფაქტობრივად, თავდადებით და უდიდესი პასუხისმგებლობით გააკეთა საქმე, რომელმაც შედეგად მოგვცა ის, რომ პირველ რიგში ამ სისტემაში ჩვენ ინფიცირებული ადამიანი არ გვყავს და მეორე საქართველომ კიდევ ერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც ლიდერი ქვეყანა კონკრეტული მიმართულების ფორმატში კოვიდ 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით,” – აღნიშნა მიქანაძემ.