“ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური”, – ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა და ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მან სასამართლოს მიერ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნებისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენზე გააკეთა კომენტარი.
„ოჯახის პოზიცია საზოგადოებისთვის ცნობილია პირველივე დღეებიდანვე. მოგეხსენებათ, ოჯახი მიიჩნევდა, რომ აღნიშნული პირები დამნაშავეები იყვნენ სხვადასხვა კვალიფიკაციით მომხდარ ქმედებაში. ოჯახს ჰქონდა სასამართლოს ობიექტურობის იმედი და დღეს დადასტურდა, რომ ეს იმედი იყო რეალური. იმედი გვაქვს, სასჯელის ნაწილშიც იქნება რეალური და ისეთი ობიექტური, როგორიც – დღეს. ასეთივე განწყობა გვაქვს სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვაშია და რომელზეც ასევე ველოდებით გამამტყუნებელ განაჩენს“, – აცხადებს მირიან ნიკოლაძე.
ცნობისთვის, სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებული 6 არასრულწლოვანი დღეს დამნაშავედ ცნო.