კრემლი სომხების მხრიდან რუსეთის მისამართით გამოთქმულ პრეტენზიას პასუხობს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა სომხეთში გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა, რომლის მიხედვით, ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მოსკოვმა ერევანს სათანადო დახმარება არ აღმოუჩინა, სომხების ნაწილი კი რუსეთის ამ ქმედებას ღალატად აფასებს.
პესკოვის თქმით, რუსეთის მისამართით გამოთქმული ასეთი პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა.
“რუსეთის მიმართ გამოთქმული პრეტენზიები სრულიად უსაფუძვლოა”, – განაცხადა პესკოვმა RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში.