თენგიზ ცერცვაძე: მძიმე პაციენტი კლინიკის გარეშე არ რჩება

“ჯერჯერობით, ჩვენთან მძიმე პაციენტი კლინიკის გარეშე არ რჩება, ის ვინც მოგვმართავს ან „ფეისბუკზე“ წერს, მართლა ყველა მძიმე კი არ არის, ზოგი წუხს, ზოგი ფსიქოლოგიურად განიცდის, რომ არ დამძიმდეს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების მიღებას კლინიკები მაინც ახერხებენ.

„პაციენტების მიღება შესაძლოა, ოდნავ შეფერხებით ხდება, შესაძლოა, ერთი-ორი დღის დაგვიანებით, მაგრამ „ვეღარ ახერხებენ“ – ამ ფრაზაზე კატეგორიულად ვერ დაგეთანხმებით, მაინც ახერხებენ. იცით, რომ საქართველოში პაციენტების ნაწილი რჩება ბინაზე, ნაწილი კოვიდსასტუმროში. შედარებით მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება. საქართველოში გუშინდელის ჩათვლით, ყველა გამოვლენილი შემთხვევის 30%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდებოდა. ევროპის ქვეყნებში 20%-ს არ აღემატება ეს მაჩვენებელი. ჩვენ ვინარჩუნებთ 30%-იან ნიშნულს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები