გერმანიაში კარანტინზე 300 ათასზე მეტი მოსწავლე და 30 ათასამდე მასწავლებელი იმყოფება

გერმანიაში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 18 487 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 155-ით მეტია. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 705 687 დადასტურებული შემთხვევაა.

განახლებული სტატისტიკით, ვირუსს ერთ დღეში 261 პაციენტი შეეწირა, ჯამურად, 11 767 ლეტალური შემთხვევაა. ვირუსი სულ 455 ათასმა პირმა დაამარცხა.

გაზეთი Bild-ი წერს, რომ ქვეყანაში კარანტინზე 300 ათასზე მეტი მოსწავლე და 30 ათასამდე მასწავლებელი იმყოფება.

როგორც გამოცემას მასწავლებელთა კავშირის ხელმძღვანელმა, ხაინ-პეტერ მაიდინგერმა განუცხადა, ქვეყანაში ეტაპობრივად ყველა სკოლა იხურება. მისივე ინფორმაციით, გაზაფხულზე, პანდემიის პირველი ტალღის დროს კარანტინზე 50 ათასზე მეტი მოსწავლე გადავიდა.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები