არჩილ თალაკვაძე: საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვართ, ნებისმიერთან ვისაუბროთ

„ჩვენ ვართ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოების გაერთიანებისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვართ, ნებისმიერთან ვისაუბროთ”, –  ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” სიის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ, საზოგადოების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების” მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, პარლამენტში დამოუკიდებლად 8 ოპოზიციური პარტია შევიდა და მათ ახლა უფრო ძლიერი ბერკეტები და მექანიზმები აქვთ ოპონირებისთვის.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები