სომხეთში რუსული მი-24 ჩამოაგდეს

სომხეთში, დასახლებულ პუნქტ ერასხთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი მი-24 ჩამოაგდეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ვერტმფრენი მიწიდან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით იქნა ჩამოგდებული.

მომხდარის შედეგად ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ერთმა კატაპულტირება შეძლო, მას საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვს.

აღინიშნება, რომ გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა იძიებს, თუ ვის ეკუთვნოდა საზენიტო დანადგარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები