ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ უკრაინის პირველმა პირმა ტელეგრამ-არხზე დაწერა.

მისი თქმით, თავს კარგად გრძნობს.

“ყველა საკარანტინო ზომის მიუხედავად, მეც მივიღე დადებითი პასუხი. 37,5 ტემპერატურა მაქვს, ყველას კი 36,6-ს ვუსურვებ! ჯამში, თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ იზოლირებული ვიქნები და მუშაობას გავაგრძლებ. უმრავლესობა კოვიდ19-ის დამარცხებას ახერხებს. ყველაფერი კარგად იქნება!”,- დაწერა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები