რუმინეთში, შეზღუდვების ახალი პაკეტის მიხედვით, ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება, დაიკეტება ყველა სკოლა, ,,კომენდანტის საათი,, 23:00-დან 05:00 საათამდე გამოცხადდება

რუმინეთის მთავრობამ 8 ნოემბერს შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მათი ცნობით, ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება, დაიკეტება ყველა სკოლა, ,,კომენდანტის საათი,, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გამოცხადდება, ხოლო მაღაზიები, გარდა აფთიაქებისა, 05:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

„რუმინეთის მთავრობამ 8 ნოემბერს შეზღუდვების ახალი პაკეტი დაამტკიცა. კერძოდ, 9 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება. ყველა სკოლა დაიკეტება. ,,კომენდანტის საათი,, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე გამოცხადდება. მაღაზიები, გარდა აფთიაქებისა 05:00 საათიდან 21:00 საათამდე იმუშავებენ. კომპანიები, რომლებიც ვერ გადადიან დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ვალდებულნი იქნებიან, თანამშრომლები ცვლებში ატარონ. შეზღუდვები ძალაში 30 დღის განმავლობაში იქნება“, – წერს ადგილობრივი მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები