ჯანმო-ში განგაშია: კორონავირუსი ჩვეულებრივი საგანგებო ვითარების ფარგლებს გასცდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ კორონავირუსი “ჩვეულებრივ საგანაგებო ვითარებას გასცდა.

“ისევ მზად ვართ, ადამიანები დავიცვათ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო ვითარების პირობებში, მაგრამ კოვიდ19-ის პანდემია ჩვეულებრივი საგანგებო ვითარების ჩარჩოებს გასცდა”, – განაცხადა გებრეისუსმა.

​მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება ცუდად ისახება სხვა დაავადებასთან ბრძოლაზე, მაგალითად, გაბონში “ყვითელ ციებცხელებასთან” და მექსიკაში – წითელასთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები