რატომ არ ულოცავს პუტინი ბაიდენს პრეზიდენტად არჩევას – პესკოვის განმარტება

“რუსეთი თვლის მართებულად, დაელოდოს აშშ-ის არჩევნების ოფიციალურ შედეგებს”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

ამის შესახებ მან ჯო ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

“ვთვლით, კორექტული იქნება,  დაველოდოთ შემდგარი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებას”, – თქვა მან.

პესკოვმა ასევე განმარტა, თუ რატომ მიულოცა 2016 წელს პუტინმა ტრამპს გაპრეზიდენტება არჩევნების დასრულებისთანავე და ბაიდენს – არა. მისი თქმით, ამის მიზეზია არჩევნების შედეგების გასაჩივრების იურიდიული ასპექტები.

“განსხვავება ცხადია. ხედავთ, რომ იქ მოსალოდნელია გარკვეული იურიდიული პროცედურები, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული. ამიტომ, ვთვლით, რომ საბოლოოდ დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს. მაშინ იურიდიული დავა დაანონსებული არ ყოფილა”, – თქვა დიმიტრი პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები