ბაიდენმა ტრამპის გადაწყვეტილებების გაუქმება დაიწყო და საკუთარი პრიორიტეტები დაასახელა

დემოკრატიული პარტიის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფოკუსირებული იქნება პანდემიასთან ბრძოლაზე, რასობრივ დისკრიმინაციასა და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე.

ამის შესახებ ბაიდენის გუნდის სახელით Twitter-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“პირველი დღიდან ვემზადებით ლიდერობისთვის, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია შეძლებს, გადაუდებელი ამოცანების შესრულებას შეუდგეს, როგორებიც არის: ჩვენი ნაციის ჯანმრთელობის დაცვა და შენარჩუნება, წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების განახლება, რასობრივი თანასწორობის მხარდაჭერა და კლიმიტურ კრიზისთან ბრძოლა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ფედერალურ მთავრობაზე კონტროლის მისაღებად მზადებას შეუდგა. ჩაშვებულია საიტი, სადაც ასევე ნათქვამია – “ერთად ვდგავართ, როგორც ერთიანი ამერიკა. უფრო ძლიერი გავხდებით”.

ბაიდენის გუნდში აცხადებენ, რომ გაპრეზიდენტების პირველივე დღეს ბაიდენი გეგმავს, ქვეყანა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნოს, რომელიც ტრამპმა დატოვა, ასევე, ჯანმო-ს დატოვების შესახებ ქვეყნის 45-ე პრეზიდნტის გადაწყვეტილებას გადახედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები