თბილისის პარალელურად საპროტესტო აქცია ბათუმშიც იწყება

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები იკრიბებიან.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მხარდამჭერები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან შეუერთდებიან, რათა ქვეყანაში ჩატარებული – „გაყალბებული საპარლამენტო არჩევნები გააპროტესტონ“.

მათივე თქმით, მთავარი მოთხოვნაა საპარლამენტო არჩევნები ხელახლა ჩატარდეს, რადგან მმართველმა გუნდმა ჩატარებულ არჩევნებზე გაყალბების ყველა შესაძლებლობა გამოიყენა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები