აკაკი გოგიჩაიშვილი: ისეთი არაადეკვატური და ცინიკური დამოკიდებულება, როგორიც სახალხო დამცველის ოფისში ვნახე, არც კი წარმომედგინა

ჟურნალისტი, პროდიუსერი, აკაკი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში სახალხო დამცველის ოფისს აკრიტიკებს და ამბობს, რომ წელიწადში 2-3 საჯარო აქტივობა უწევთ და მაშინაც კი არ არიან მზად, მედიის ინტერესს უპასუხონ.

“რამდენიმე თვეა, როგორც პროდიუსერს, მიწევს პრესსამსახურებთან ინტენსიური ურთიერთობა და ისეთი არაადექვატური და ცინიკური დამოკიდებულება, როგორიც სახალხო დამცველის ოფისში ვნახე, არც კი წარმომედგინა. წელიწადში 2-3 საჯარო აქტივობა აქვთ და მაშინაც კი არ არიან მზად, რომ მედიის ინტერესს უპასუხონ: “ყველა დაკავებულია”, “შეხვედრაზე ვარ”, “ოფისში არავინ არის”, “არ გვცალია” – ერთადერთი პასუხი ყველა კითხვაზე – არადა, სათაურში “სახალხო” რომ გიწერია – ცოტა სირცხვილია”, – წერს აკაკი გოგიჩაიშვლი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები