დაავადების გამო პუტინი შესაძლოა, იანვარში გადადგეს? – კრემლი გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პარკინსონის დაავადება აქვს და შესაძლოა, იანვარში გადადგეს კიდეც. თუმცა, აღნიშნულ ფაქტს კრემლი უარყოფს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი თავს შესანიშნავად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ხმები გაავრცელა, პროფესორი ვალერი სოლოვეი იყო, რომელიც პუტინის დიდი კრიტიკოსია.
კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პარასკევს დილითვე პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გაავრცელა და უარყო ხმები, თითქოს, რუსეთის პრეზიდენტს პარკინსონის დაავადება ჰქონდა.
ასევე, სავარაუდოდ, როგორც ცნობილი ხდება, პროფესორმა სოლოვეიმ გუშინ ღამით თქვა, რომ პუტინს ახლანდელმა სიყვარულმა, 35 წლის ტანმოვარჯიშე მარია ვორონცოვამ და მისმა ქალიშვილებმა ურჩიეს, რომ თანამდებობა დაეტოვებინა.
ასევე, ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის თანახმად, ასიმეტრიულად შემცირებული მკლავის სვინგი, რომელიც პუტინს სიარულისას ეტყობა, პარკინსონის კლასიკური მახასიათებელია.