6,6-ბალიანმა მიწისძვრამ თურქეთში, ქალაქ იზმირში, სეფერიჰისარის რაიონში დამანგრეველი შედეგი მოიტანა.
მომხდარ ტრაგედიას ადგილობრივი მცხოვრები, კანდან შაბიო იხსენებს. იგი 2020 წლის მოწისძვრას 1999-ში სტამბულში მომხდარს ადარებს და ამბობს, რომ იზმირის მიწისძვრა ძალიან ჩუმად და ზედმეტი ხმაურის გარეშე დაიწყო, 1999 წელს სტამბულში მომხდარი სტიქიისგან განსხვავებით. ყველა მიძისძვრას აქვს დამახასიათებელი ხმა, რაღაც საშიში წუილის მსგავსი, თუმცა, აღნიშნული შემთხვევა ძალიან განსხვავებულია. კიდევ ერთი ადგილობრივი, გულტენ ჰანიმი, რომელიც ცხოვრობს ალზანკაკის რაიონში, იზმირის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული უბანში, იხსენებს:
„მე მიწისძვრის დროს მანქანაში ვიყავი, დედისკენ მივდიოდი. დავინახე, როგორ ინგრეოდა შენობები. როდესაც მანქანებმა რყევა დაიწყეს, მოხდა ავარია, მოძრაობა შეჩერდა და ხალხმა გაქცევა დაიწყო“.
ერჰან დალკილიჩი ბაირაკლი მანავკუიუს რაიონიდან 7-სართულიანი შენობის ნგრევას იხსენებს:
“მე სამსახურში ვიყავი, ბანკში ვმუშაობდი. ჩვენს შენობას ძალიან მალე პრობლემები შეექმნა და მაშინვე გავიქეცით. გამოსვლისთანავე დავინახე, რომ ზოგიერთი კორპუსი ინგრეოდა. მალევე ქუჩაში ბევრი დანგრეული შენობა შემხვდა“.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქმა მაშველებმა 3 წლის გოგონა გადაარჩინეს, რომელიც ნანგრევებში 65 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. გოგონა, ელიფ ფერინჩეკი 106-ე გადარჩენილი ადამიანია. იზმირში ამ დრომდე მიმდინარეობას სამძებრო-გაწმენდითი სამუშაოები.