ნიკოლოზ მჭედლიშვილი: უკრაინაში გაზი გაძვირდა, სადაც თავის გაზიც აქვთ და ნავთობიც, ჩვენ კი – არცერთი, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამ ზამთარსაც დაასუბსიდირებს კომუნალურ გადასახადებს

“მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში “განხორციელებული” რეფორმებით “კმაყოფილი” კიეველები, აი  ასეთ პოსტებს დებენ სოციალურ ქსელებში. მოვიდა ზამთარი და გაუძვირეს გაზი კოვიდით გაწამებულებს”, – ამის შესახებ ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც არჩევნებს არჩევნებზე აგებს, ურჩევნია, მომთაბარე ”რეფორმატორი” – სააკაშვილი გაუშვას სამსახურიდან.

„მშვენიერი რეფორმაა, ვერაფერს იტყვი, თანაც უკრაინაში, სადაც თავის გაზიც აქვთ და ნავთობიც, ჩვენ კი – არცერთი, მაგრამ ქართული მთავრობა ამ ზამთარსაც დაასუბსიდირებს კომუნალურ გადასახადებს. უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის, რომელიც არჩევნებს არჩევნებზე აგებს, ურჩევნია, მომთაბარე ”რეფორმატორი” – სააკაშვილი გაუშვას სამსახურიდან, რომელმაც აქ წააგო არჩევნები. წაგებული, წაგებულს აეკიდაო, ნათქვამია!“, – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები