საფოსტო და საკურიერო საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა

2019 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 90,2 მლნ. ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, აქედან საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები 77,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო 22,3 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია.

შემოსავლების 52,9 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 87,3 პროცენტი მოდის საერთაშორისო გზავნილებზე, ხოლო 12,7 პროცენტი – ადგილობრივ გზავნილებზე.

სულ საფოსტო და საკურიერო მომსახურებით დაკავებული საწარმოების მიერ 2019 წლის განმავლობაში გაგზავნილია 6120.2 ათასი წერილობითი კორესპონდენცია და 2748.2 ათასი ამანათი.
ოფიციალური მონაცემებით, საფოსტო და საკურიერო ბიზნესი 3.9 ათას კაცს ასაქმებს. მათ შორის, 868 კურიერი, ფოსტალიონი და ფელდეგერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები