დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე დაჭრეს – დაჭრილი კახა ოქრიაშვილის ნათესავია
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ოქრიაშვილის ნათესავი, მერაბ ოქრიაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ კახა ოქრიაშვილმა თავად დაადასტურა.
“რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გუშინდელი არჩევნების გაგრძელებაა. თვენახევარია ცემა-ტყეპაში ვართ. იძულებული ვიყავი ამ პერიოდში დაცვით მევლო. არასოდეს იარაღით არ მივლია, მაგრამ, ახლა მაიძულეს ასე მევლო. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ დმანისის მუნიციპალიტეტში ხმები დავიცავით და 75% მივიღეთ. ორი ტყვია აქვს ფეხში მოხვედრილი ცეცხლსასროლი იარაღით,” – განაცხადა ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარო-წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბლოკიდან “ენმ – ძალა ერთობაშია” კახა ოქრიაშვილმა.
შსს-მ გამოძიება სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.