“თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პროვოკაციას შეეცდება, სახელმწიფო ყველა ფაქტზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს”

თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პროვოკაციის დაგეგმავს შეეცდება, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მთავრობის მიერ საარჩევნო კამპანია დაცულია. ჩვენ გვაქვს თანაბარი, სამართლიანი თამაშის წესები ყველა სუბიექტისთვის. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი პროვოკაციას დაგეგმავს, რა თქმა უნდა სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ ყველა ფაქტზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს.

დღეს ჩვენს ხალხს აქვს დაგროვილი ის სიბრძნე და გონიერება, რადგან ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები