არჩილ თალაკვაძე: საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში

„საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მიერ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან კობიაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს დემოკრატიის გაძლიერებისკენ.

„ამ წლების განმავლობაში, „ქართული ოცნება” იდგა თითოეული მოქალაქის გვერდით, მადლობა, რომ ახლა თქვენ დგახართ ჩვენთან ერთად, ახალი გამარჯვების მისაღწევად. ერთად ბევრი შევძელით ამ წლების განმავლობაში და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. მშვიდობა და თავისუფლება, ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, დემოკრატიული არჩევნები, ზრუნვა ადამიანზე და მისი უფლებების დაცვაზე, საყოველთაო ჯანდაცვა, განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება, ბიზნესის თავისუფლება, უფრო ძლიერი სოფელი, ახალი ინფრასტრუქტურა, ევროკავშირთან დაახლოება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი განაცხადის გაკეთება, როგორიც არის ევროკავშირის წევრობა. საქართველოს წინსვლას ვერავინ შეაჩერებს და ხვალ ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, ლევან კობიაშვილთან ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან არჩევნებში”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის დახურვა და შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები