უსაფრთხო დისტანციური მუშაობის წესები ორგანიზაციებისთვის

დანერგეთ ორგანიზაციის პოლიტიკა

უნდა შემუშავდეს დისტანციურ მუშაობასთან დაკავშირებული ყველასთვის გასაგები პოლიტიკა. პერსონალისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკითხების ცოდნა, როგორიცაა კორპორატიულ რესურსებთან წვდომა და იმ თანამშრომელთა ცოდნა, ვისაც პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში უნდა მივმართოთ. ასევე, აუცილებელია, განვითარდეს, დაიხვეწოს ან შეიქმნას კომპიუტერული ინციდენტების მართვის გეგმა.

დაიცავით უსაფრთხოების ისეთი ნორმები, როგორიცაა მყარი დისკის დაშიფვრა, უმოქმედობის დროის განსაზღვრა, რომლის ამოწურვის შემდეგ სისტემა ავტომატურად გამოიყვანს მომხმარებელს სისტემიდან (Inactivity timeouts), ორმაგი ავთენტიფიკაცია, ელექტრონული მედია-მატარებლის საიმედობის კონტროლი და ა.შ.; ასევე, დაზიანებული ან მოპარული მოწყობილობების დეაქტივაცია.

უზრუნველყავით უსაფრთხო დისტანციური კავშირი

ორგანიზაციის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პერსონალის მიერ სიფრთხილის გამოჩენა, განსაკუთრებით კი – კორპორატიულ ქსელთან დაკავშირებისას. აუცილებელია, დასაქმებულები ქსელს ორგანიზაციის VPN-ით დაუკავშირდნენ და მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის მეთოდი გამოიყენონ.

მუდმივად განაახლეთ ოპერაციული სისტემები და აპლიკაციები

განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა რისკების შემცირების ერთ-ერთი გზაა, რაც კიბერკრიმინალებს არ მისცემს საშუალებას, ისარგებლონ მოწყვლადობებით.

ორგანიზაციის უსაფრთხო შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა

ორგანიზაციის კუთვნილ ელექტრონულ ფოსტაზე, მომხმარებლის ავთენტიფიკაცია სასურველია მოხდეს, მრავალფაქტორიანი დამოწმებით. უზრუნველყავით უსაფრთხო კომუნიკაციის არხები, რათა დასაქმებულებმა შესძლონ როგორც ერთმანეთთან, ისე მესამე მხარესთან მარტივი და საიმედო კომუნიკაციის დამყარება.

უსაფრთხოების მონიტორინგი

გაზარდეთ უსაფრთხოების მონიტორინგის ხარისხი კიბერშეტევების თავიდან ასაცილებლად.

გაზარდეთ დასაქმებულთა ცნობიერება ინფრმაციული უსაფრთხოების სფეროში

პერსონალმა უნდა გაიაზროს იმ ზარალის მოცულობა, რაც დისტანციური მუშაობისას კიბერსაფრთხეების, ფიშინგისა და სოციალური ინჟინერიის გზით შეიძლება მიადგეს ორგანიზაციას.

დასახეთ რეალური მიზნები, სამუშაო გრაფიკი. ყოველთვის ეცადეთ გაითვალისწინოთ დასაქმებულთა პირადი ცხოვრებიდან გამომდინარე გარემოებები.


მომზადებულია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ „Europol„ ის მასალებზე დაყრდნობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები