აშშ-ის კონგრესმა ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის კონგრესმა თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი „დიდი, ლამაზი“ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 218-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგი იყო.
ამასთან, კანონპროექტის წინააღმდეგ მხოლოდ ორმა „რესპუბლიკელმა“ მისცა ხმა.
ახლა დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეგზავნება.
მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს: სახელმწიფო ვალის ზღვრის გაზრდას ხუთი ტრილიონი დოლარით, ზოგიერთი სოციალური პროგრამის შემცირებას, სამხედრო ხარჯების გაზრდასა და ტრამპის პირველი ვადიდან მოქმედი საგადასახადო შეღავათების შენარჩუნებას.