რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა აღიარა

რუსეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ავღანეთში „თალიბანის“ მთავრობა აღიარა.

ამის შესახებ ინფორმაცია ავღანეთის საკითხებზე რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზამირ კაბულოვმა დაადასტურა.

როგორც ცნობილია, რუსეთმა მიიღო ავღანეთის ახალი ელჩის რწმუნებათა სიგელები, რაც ქვეყანაში „თალიბანის“ ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობების დამყარების მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია.

„ჩვენ გვჯერა, რომ ავღანეთის ისლამური საამიროს მთავრობის ოფიციალური აღიარების აქტი სტიმულს მისცემს ჩვენს ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში პროდუქტიული ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუტაკიმ ქაბულში, რუსეთის ელჩ დიმიტრი ჟირნოვთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეს მამაცი გადაწყვეტილება სხვებისთვის მაგალითი იქნება.

„ახლა, როცა აღიარების პროცესი დაიწყო, რუსეთმა ყველას გაასწრო“, – თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს ავღანეთში ომის შედეგად ხელისუფლების მოპოვების შემდეგ „თალიბანმა“ სახელმწიფოს სახელი შეუცვალა და ის „ავღანეთის ისლამური ემირატი“ გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები