ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობამ 442 571-ს მიაღწია

ეროვნული ბანკის ვიცე-მპრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას ინფორმაციით, საქართველოს ბანკებსა და მისო-ებში ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობამ 442 571-ს მიაღწია.
„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარში ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 396,282 ადამიანს არ აღემატებოდა. ეკონომიკური კრიზისისა და ,,ლოქდაუნის,, გამოცხადების პარალელურად, ეს მაჩვენებელი, 31 აგვისტოს მდგომარეობით, 448,821-მდე გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ბანკებში ვადაგადაცილებული სესხების ზომა, აგვისტოს მდგომარეობით, 559.9 მლნ ლარს გაუტოლდა. ვადაგადაციელბული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები