კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
13 მისამართზე სახურავები უკვე შეიცვალა, სპირიდონ ვირსალაძის N10-ის მიმდებარედ ამ ეტაპზე ბრტყელი სახურავის გამოცვლა მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე კრწანისის რაიონის გამგეობამ სანიაღვრე ქსელი მოაწყო, ასევე, საყრდენი კედლები და ასფალტის საფარი გამოცვალა როგორც კორპუსებამდე მისასვლელ გზაზე, ასევე შიდა ეზოებში.
კალა-ორთაჭალაში, ასევე, ფონიჭალის ტერიტორიაზე პარალელურად მიმდინარეობს სადარბაზოების და აივნების რეაბილიტაცია.
კიბეები გამოიცვალა ექვს მისამართზე, სამზე აივნები მოეწყო. ასევე, სამ მისამართზე სადარბაზოს კარი შეიცვალა. ამ ეტაპზე, სამუშაოები ყველა მიმართულებით გრძელდება.
კრწანისის რაიონში 2018-2020 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 231 სხვადასხვა სახის პროექტი განხორცილედა. მიმდინარე წელს კი – 59 პროექტი:
რეაბილიტირდა 13 სახურავი;
მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები 11 მისამართზე;
განხორციელდა 9 სადარბაზოს რეაბილიტაცია;
მოეწყო კიბე/კარი/ჭიშკარი 14 მისამართზე;
რეაბილიტირდა 3 აივანი;
მოეწყო ლიფტი 5 მისამართზე;
მოეწყო სენსორები 9 მისამართზე;
განხორციელდა ნაპრალების რეაბილიტაცია 5 მისამართზე;
კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები 10 ნაგებობას ჩაუტარდა;

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები